გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, ე.წ. არჩევნების ჩატარება უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ტერიტორიებზე, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს.
"საარჩევნო პროცესი გვიჩვენებს არამხოლოდ პუტინის ბოროტ ქმედებებს საკუთარი ხალხის მიმართ, არამედ ასევე მეზობელი ქვეყნების მიმართაც.
ე.წ. არჩევნების ჩატარება უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ტერიტორიებზე, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. საყურადღებოა, თუ რამდენმა რუსმა გამოხატა საჯაროდ აზრი ამ შაბათ-კვირას, რომ ისინი ვერ ხედავენ პუტინს რუსეთის პრეზიდენტად", - აცხადებს ბერბოკი.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15 მარტს დაიწყო და დღეს, 17 მარტს დასრულდა. რუსეთის ცესკო-ს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 94 ათასი საარჩევნო უბანი იყო გასნილი. პირველი ოფიციალური შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა ხმების 87.97% მიიღო.